Home
Category
TV Live Menu

"Aerosmith-ის კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს"

58c8093821893
BM.GE
14.03.17 19:22
1040
"Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
მისი თქმით, Aerosmith-ის კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს.

"აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში მოხდება სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური.

"აეროსმიტის" კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day