Home
Category
TV Live Menu

აფხაზეთიდან დევნილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

573ee69961e20
BM.GE
20.05.16 14:26
1229
აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
 
ვლადიმერ მისაბიშვილმა 100–ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23–ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა. მიღებული რეზულტატი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

რეკორდის დამყარების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას რეკორდების ფედერაციის მსაჯები, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები აკვირდებოდნენ.

ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

Subscribe to our news

Get the main news of the day