აფხაზეთის უზენაესი საბჭო, უწყების ბალანსზე არსებული ორი ჯიპის რეცხვაზე ტენდერს აცხადებს. გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანების რეცხვა 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა უზრუნველყონ და შემსყიდველს 95 შესაბამისი ტალონი მიაწოდონ. ორი ავტომანქანის (ჰიუნდაი ix 35 და კია სორენტო) წლიური რეცხვის საფასური ტენდერის მიხედვით 1290 ლარადაა განსაზღვრული. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ჯიპების გარეგანი და შიდა წმენდა მოახდინონ, როგორც ხელით, ისე სპეციალური მოწყობილობებით.
აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს მოეთხოვება ჰქონდეს 5 სამრეცხაო ობიექტი, მათ შორის ორი აუცილებლად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, თითი-თითო კი ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.