Home
Category
TV Live Menu

აგარაში ხილის სპირტის მწარმოებელ საწარმოში 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

57ee22eb01c32
BM.GE
30.09.16 12:30
1013
4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, - ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო აგარაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 

თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო არასტანდარტულ ხილს იბარებს, რითაც 86°-იანი სპირტი მზადდება.

პრემიერის განცხადებით, არასტანდარტული ხილის ჩაბარება ხშირად პრობლემა იყო და ახალი ქარხანა, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საწარმო ბევრ ადამიანს ასაქმებს, როგორც პირდაპირი წესით, ასევე, არაპირდაპირი წესით, იქიდან გამომდინარე, რომ ხილს შეისყიდის, რაც მნიშვნელოვანია სოფლად მცირე მეურნეობების წახალისებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ საწარმომ გამოიყენა აგროკრედიტი, ეს არის წელიწადში 1%-იანი სესხი, რომელიც მსგავსი წარმოებების წახალისებისთვის, ძალიან კარგი საშუალებაა. ასე, რომ ყველაფერი ერთად - უპირველეს ყოვლისა, კერძო მეწარმის ინიციატივა და მთავრობის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები ასეთ შედეგს იძლევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროდუქცია, ძირითადად, ორიენტირებულია ექსპორტზე. საწარმოში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. საწარმო, დღეში 50 ტონა ხილის მიღება-გადამუშავების საშუალებას იძლევა, საიდანაც 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი იწარმოება. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 50 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. კომპანია, საკუთარი ნედლეულით, სხვადასხვა ხილის არომატის მქონე სპირტიანი სასმელების წარმოებასაც გეგმავს, რის შედეგადაც, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day