იანვრის ბოლოდან "აგარის შაქრის" ქარხანა ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ალჰან ალიზადე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, კომპანიამ მუშაობა ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის გამწავების გამო შეაჩერა. ალიზადეს თქმით, ქარხანაში ასევე განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რომელმაც ასევე შეაფერხა წარმოების პროცესი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით შაქრის მწარმოებელმა კომპანიამ წარმოება შეაჩერა, რაც გამოწვეული იყო იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გამწვავებით.