აღასრულებს თუ არა საქართველო EU-ს სანქციების მე-11 პაკეტს - რა იცის ბიზნესმა?
BM.GE
13.07.23 18:50
• 52
თამაშის ბუნდოვანი წესები ავტოიმპორტირებისთვის - ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ამოქმედების შემდეგ, რომელიც საქართველოს, როგორიც ავტომობილების მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ეხება, დაახლოებით 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ავტოიმპორტიორებს დღემდე არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება რა წესები მოქმედებს რუსეთში ავტომობილის ექსპორტის დროს. თუ ამ დრომდე რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების შეყვანა იკრძალებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით დამატებით აიკრძალა 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტ/რეექსპორტი, ეს კი ბაზრის გაცილებით მეტ მოთამაშეს ეხება.