ევროკავშირისა და FAO-ს ახალგაზრდა აგრონომთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კომპანია „აგრო მოტორსი“ სტაჟიორებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს ახორციელებს. ახალგაზრდები იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და პროდუქციას გაეცნენ, რომელთა გამოყენება აქტიურად ხდება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, ასევე, შეისწავლეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების პრაქტიკული გამოყენება.