Home
Category
TV Live Menu

აგრო-საინვესტიციო სესხი - თიბისი ბანკი ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

57cd8a91d1210
BM.GE
05.09.16 18:34
1405
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიათიბისი ბანკის სათავო ოფისში ახალი საბანკო პროდუქტის, აგროსაინვესტიციო სესხის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.

ახალი პროდუქტით ფერმერებს, მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად 20 000 ლარიდან 600 000 დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. ფერმერი სესხის პროცენტის გადახდასმას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია. აგროსაინვესტიციო სესხის გაცემა პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში განხორციელდება.

ამ ეტაპზე აგროსაინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით არიან დაინტერესებულები, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები არიან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს ფლობენ.

"სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შეღავათიან რესურსზე ხელმისაწვდომობის კუთხით აღნიშნული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა. დღეს წარმოდგენილი ახალი პროდუქტი სახელმწიფო პროექტისა და მათი შემოთავაზების ძალიან კარგი სინთეზია და 5 წლამდე საშეღავათო პერიოდს მოიცავს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პროექტის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ხორციელდება ნერგების ღირებულების 70%-ის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%-ისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის 50% -ის დაფინანსება.



Subscribe to our news

Get the main news of the day