აგროდაზღვევის პროექტი აპრილიდან განახლდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინსიტრმა "ბიზნესკონტარქტს" განუცხადა, შესაბამისი დადგენილების მიღება მიმდინარე თვეში მოხდება. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, არ განიხილება აგროდაზღვევა სავალდებულო გახდეს, თუმცა მიდის მუშაობა რომ პროექტის დაფარვა გაიზარდოს და მან ინსტიტუციური სახე მიიღოს.
"აპრილის თვიდან იწყება აგროდაზღვევა და მარტის თვეში მთავრობა 2017 წლის პროგრამასთან დაკავშირებით მიიღებს დადგენილებას. სავალდებულობა არ მოიზარება, თუმცა საარჩევნო პროგრამაში გვქონდა, რომ აგროდაზღვევა გახდებოდა უფრო საყოველთაო. ყოველ წელს გაუმმჯობესდება პირობები და რამდენიმე წელიწადში ის ინსტიტუციურ სახეს მიიღებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მლნ ლარია ჩადებული, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მლნ-ით ნაკლებია.