Home
Category
TV Live Menu

"აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 11 ბენეფიციარს სესხი დადგენილზე მაღალ პროცენტში მისცეს"

5a61bafd1098f
მარი როჭიკაშვილი
19.01.18 14:00
1184
"აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 11 ბენეფიციარს სესხი დადგენილზე მაღალ პროცენტში მისცეს",-ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ გამოვლინდა 11 შემთხვევა, როდესაც ბანკების მიერ გაცემული სესხის სარგებლის წლიური პროცენტი იმაზე მეტია, ვიდრე ეს განკარგულებით იყო განსაზღვრული. ანგარიშში არ არის მოცემული კონკრეტული ინფორმაცია, რა პროცენტში გაიცა სესხები.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აგროკრედიტის მოსარგებლე ბენეფიციართა მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-ია.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებს მართვის სააგენტომ კომერციულ ბანკებს უკვე მიმართა ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით და ბენეფიციართა სასარგებლოდ პროცენტებს შორის სხვაობის თანხის ანაზღაურება მოითხოვა.

სახელმწიფო აუდიტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური ანგარიში 29 დეკემბერს გამოაქვეყნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day