სულ რამდენიმე კვირაში საქართველოში კიდევ ერთი ახალი აპლიკაცია “აგრონექტი” გაეშვება. ის სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს საშუალებას მისცემს, 10-მდე ქვეყანაში იპოვონ სპეციალისტი, აგრონომი და ონლაინ ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნით, მიიღონ რეკომენდაციები. რაც მთავარია, აპლიკაცია როგორც ფერმერისთვის, ისე აგრონომისთვის მარტივად გამოყენებადია.