Home
Category
TV Live Menu

აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას აქვეყნებს

56ab1ebdb15ac
BM.GE
29.01.16 12:03
1394
იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას აქვეყნებს.

ბიუროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2015 წლის განმავლობაში 10 195 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში მორიგებით დასრულდა 221 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 303 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 7 914 მოქალაქეს .

საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 3 816 საქმე.

Subscribe to our news

Get the main news of the day