აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 25%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 245.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.
ტრადიციულად ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთდან არის შემოსული, შემდეგ მოდის აშშ, იტალია და საბერძნეთი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით გზავნლები საბერძნეთიდან მკვეთრად არის გაზრდილი.
2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.