Home
Category
TV Live Menu

Airbus უპილოტო მფრინავი ტაქსების გამოშვებას გეგმავს

580b1b14ca215
BM.GE
22.10.16 11:29
1127

ავიასფეროს ევროპული გიგანტი Airbus უპილოტო მფრინავი ტაქსების გამოშვებას გეგმავს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა საკუთარი ამბიციური გეგმის შესახებ. პროექტის სახელწოდებაა „ვაჰანა“.

კომპანიის მიერ დამუშავებული პირველადი პროექტის მიხედვით, საფრენ აპარატს შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა განახორციელოს. აპარატის წინა მხარე მოტოციკლის ჩაფხუტის დიზაინს წააგავს.

„საფრენ აპარატს, რომელსაც ჩვენ ვქმნით, არ სჭირდება ასაფრენი ბილიკი. ის თვითმართვადია და შეუძლია თავად გამოავლინოს საფრთხეები და თავიდან აიცილოს წინააღმდეგობები, მათ შორის, სხვა საფრენი აპარატები.

ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი საფრენი აპარატის შექმნით, გვსურს, შევქმნათ პირველი სერთიფიცირებული სამგზავრო და უპილოტო საფრენი აპარატი“,- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის Airbus-მა ვენჩურილი ფონდი შექმნა, სადაც ივნესტიციის სახით 150 მილიონი დოლარი ჩადო. ფონდის მიზანი აეროსფეროში ინოვაციური იდეების განვითარებაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day