Home
Category
TV Live Menu

ალასკაზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

57f4e1efa5a4a
BM.GE
06.10.16 10:00
1120
ალასკაზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ნავთობის აღმოჩენის შესახებ ენერგეტიკულმა კომპანიამ Caelus Energy განაცხადა. კომპანიის შეფასებით, ნავთობის მარაგები 1,8 მილიარდიდან 2,4 მილიარდ ბარელამდე მერყეობს.

ახალი მარაგები ალასკის ძნელად მისადგომ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. კომპანია 800 მილიონი დოლარის ღირებულების 200 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ზღვის ქვეშ გაივლის და ნავთობის მოპოვების ადგილს სატრანსპორტო სისტემებთან დააკავშირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day