Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ალდაგი - ახალი თაობის ლექსუსის პრეზენტაციის მხარდამჭერი

BM.GE
22.05.23 10:36
73
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდი პრიმო, 25 წლიანი ისტორიის მქონე ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაციის მხარდამჭერი იყო. პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილების მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში მანქანის ჩანაცვლების სერვისსა და კონსიერჟის მომსახურებას გულისხმობს. პრეზენტაციაზე, რომელიც 21 მაისს, შატო მუხრანში გაიმართა, ალდაგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ სექტორის განვითარებაში, კიდევ ერთხელ გამოხატეს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი, უსაფრთხო ავტომობილების გამოშვება "ალდაგის" გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნინო წეროძე - "ალდაგის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day