ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით თბილისის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა, winexpo ჩატარდა. 2-დან 4 ივნისის ჩათვლით გამართულ მასშტაბურ გამოფენას ექსპო-ჯორჯიას პავილიონებმა და ღია საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. გამოფენაზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, როგორც ოჯახური მარნები, ასევე საშუალო და მსხვილი საწარმოები იყო წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად ექსპოჯორჯიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდა, სადაც 8 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც ალდაგისგან დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.