"თუკი ამ ვადაშიც ვერ მოხერხდება სამუშაოების სამშენებლო გრაფიკთან შესაბამისობაში მოყვანა, "სვეტი" ვალდებული იქნება "ალდაგის“ განკარგულებაში გადაიტანოს თანხა, რომელიც პროექტის დასრულებისთვისაა საჭირო და მიანიჭოს "ალდაგს" შესაბამისი უფლებამოსილება, რათა სადაზღვევო კომპანიამ ტენდერის გამოცხადების გზით მოახდინოს ახალი კვალიფიციური სამშენებლო კომპანიისა და ყველა შესაბამისი სუბიექტის შერჩევა და პროექტის დასრულება“-აღნიშნა თეონა კვიციანმა.
მისი ინფორმაციით, გაფრთხილების წერილი "სვეტმა" უკვე ერთი თვეა მიიღო, თუმცა კომპანიის მხრიდან ჯერჯერობით ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც "ალდაგის" წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით ორი თვეა ,,სვეტს“ არც სადაზღვევო პრემიის ღირებულება აქვს გადახდილი.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" სვეტის ორი პროექტია დაზღვეული,- თბილისში , მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა და ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი.
",ალდაგის“ ინფორმაციით სამშენებლო ვადების დარღვევა ბათუმის მშენებლობაზეც ფიქსირდება, რომლის თაობაზეც დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ასევე გაფრთხილებულია "სვეტის“ მენეჯმენტი.