განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებას უსურვებს.
“ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე, სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე.
ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა.
გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით.
აბა, თქვენ იცით!”, - წერს ჯეჯელავა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.