Home
Category
TV Live Menu

ალექსანდრე ჯეჯელავა: გამომცემლებთან შეთანხმებას ვუახლოვდებით, თუმცა რთულად

582bfaec67984
BM.GE
16.11.16 10:20
1147
გამომცემლებთან შეთანხმებას ვუახლოვდებით, თუმცა რთულად, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა. მისი თქმით, გამომცემლებთან მოლაპარაკებების პროცესში გასათვალისწინებელი მთავრობის ინტერესი, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებს უკავშირდება.

"მომავალ წელს ძალიან ბევრი წიგნეების დაბეჭვდა გვიწევს, რადგან სახელმძღვანელოები იცვლება. ბოლო 6 წელი ერთიდაიგივე წიგნებს ვბეჭდავდით, ეხლა მოცულობა გაიზრდება", - აცხადებს მინისტრი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესში თავად გამომცემლებიც ჩართულები იქნებიან, თუმცა ჯეჯელავას განცხადებით „იდეალური პირობები მოლაპარაკებებს არასდროს მოყვება“ და ყველა გამომცემელი შედეგებით კმაყოფილი ვერ იქნება.

"ადრე ნახევარი საქართველოს ბავშვებს დაქსეროქსებული წიგენიბი ჰქონდათ ისეთი ფასები ედო სახელმძღვანელოებს, იქ ვერ დავბრუნდებით", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day