განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად ინიშნება. როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრულ პოლიტიკას უხელმძღვანელებს.
"სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერის კანდიდატურა. სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდების პოლიტიკას, შესაბამის უწყებებთან ერთად. განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია.
აღმასრულებელი ფუქნცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დარჩება და სანდროსთან ერთად გააკეთებენ საზოგადოების ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას", - განაცხადა პრემიერმა.