Home
Category
TV Live Menu

ალექსი ხოროშვილი: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ ბანკების კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა გაიზარდოს, დროულია

58d25c0d6fd85
სალომე მეცხვარიშვილი
22.03.17 15:25
1263
"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ალექსი ხოროშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ ბანკების კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა გაიზარდოს, დროულია. ამის შესახებ ხოროშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა.

"დროული იყო ეროვნული ბანკის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, წლებია სექტორი ვითარდება, იზრდება, შესაბამისად, შესვლის ბარიერის ზრდა მოხდა ეროვნული ბანკის მიერ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, ამ ცვლილების დღეს მიღება",- აცხადებს ხოროშვილი.

კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა იზრდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული დღეს 12 მილიონია და ის ეტაპობრივად 50 მილიონამდე გაიზრდება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

Subscribe to our news

Get the main news of the day