Home
Category
TV Live Menu

Alibaba სიღარიბის დასაძლევად $1,5 მილიარდს გამოყოფს

5a2b925407c3e
BM.GE
09.12.17 15:00
995
უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის - Alibaba დამფუძნებელს ჯეკ მას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. თუმცა, მისთვის სიღარიბე "უცხო ხილი" არ არის. ჯერ კიდევ თინეიჯერი ჯეკ მა, რომელსაც ინგლისურის სწავლისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა, 9 წლის განმავლობაში ყოველ დილით სასტუმროში მიდიოდა და ინგლისურენოვანი ტურისტები ტურით ხანჟოუში, თავის სახლში, მოყავდა.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს "სინხუას" ცნობით, Alibaba ჯგუფის დამფუძნებელი სიღარიბის დასაძლევად ახალ საქველმოქმედო პროექტს იწყებს და აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 10 მილიარდ იუანს ($ 1.51 მილიარდი) გამოყოფს. ქვეყანაში სიღარიბის შემსუბუქება Alibaba ჯგუფის მთავარ საკითხთა სიაში შევიდა და როგორც ბიზნესმენი აცხადებს, პრობლემა უახლოეს ხუთ წელიწადში უნდა გადაიჭრას.

ჯეკ მას განმარტებით, საქველმოქმედო აქციაში თანხის გამოყოფა Alibaba-ს 36 პარტნიორისგან მოხდება.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ 10 ღონისძიება შეიმუშავა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლისთვის სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day