ჩინური ონლაინ-რითეილერი, Alibaba უახლოეს 4 წელიწადში ტრანზაქციების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. მიმდინარე ფინანსურ წელს ჯეკ მას ჯგუფი, რომელიც ჩინეთის ონლაინ-ვაჭრობის აბსოლუტური ლიდერია, საერთო ბრუნვის 3 ტრილიონ იუანამდე (450 მილიარდ დოლარამდე) გაზრდას აპირებს. 2020 წლისასთვის გეგმა 6 ტრილიონ იუანს აღწევს. ინვესტორთა კონფერენციაზე ჯეკ მამ განაცხადა, რომ 2036 წლისთვის, მისი კომპანია კლიენტების დღეს არსებული რაოდენობის, 2 მლრდ-მდე გაზრდას აპირებს. გარდა ამისა, მამ განაცხადა, რომ მისი კომპანია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა პლატფორმა AliExpress-ის საშუალებით გაყალბებული პროდუქციის რეალიზაცია აღკვეთოს.