Home
Category
TV Live Menu

ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამირების წესში ცვლილებები შედის

592e7861abfbf
BM.GE
31.05.17 11:58
853
რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებით, ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.

ამასთან, ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავების დისკრედიტირებას. ამასთანავე, ასეთი რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ალკოჰოლის დადებითი სამკურნალო თვისებების შესახებ.

"აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის გამზირზე, ხიდზე, მოედანზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 20 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე.

აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის უშუალოდ არასრულწლოვნისადმი მიმართვა, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვნისთვის გათვალისწინებულ კინო და ვიდეო მომსახურებაში, რადიო- და ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემაში.

აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

Subscribe to our news

Get the main news of the day