ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, ჯერ-ჯერობით ძნელია იმის თქმა თუ როდის დასრულდება საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი. როგორც ჰერმანმა „ბიზნსეკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა, საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე წინ მიიწევს და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ვიზალიბერალიზაციის ჭრილში, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება ძნელია.
"ჩვენ უნდა დავასრულოთ სხვადასხვა პროცედურები, რომელიც ევროკავშირში მიმდინარეობს. ფაქტიურად უკანასკნელ ფაზაზე ვიმყოფებით განხილვების და არ ვიცი ზუსტად როდის დასრულდება.
გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოზე მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ევროკავშირი 28 ქვეყანას აერთიანებს და ხშირად დრო გვჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. უმრავლესობა პოლიტიკოსების აცხადებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
კონკრეტული ვადები ჯერ არ არის განცხადებული. რთულია ამ ეტაპზე ამის დასახელება, ამ გადმოსახედიდან ვერ გეტყვით ეს მოხდება 1 თვეში თუ მოგვიანებით. დისკუსია პროცესია, რომელიც შიდა გადაწყვეტილებებს ეხება და საქართველოს შესრულებულ სამუშაოს აღარ ეხება", - განაცხადა ჰერმანმა.