Forbes Real Time-ის მონაცემებით, ესპანელი მილიარდერის ქონება ერთ დღეში 2.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 78.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ბიზნესმენის ქონება Inditex-ის აქციების ზრდასთან ერთად, პირდაპირ პროპორციულად იზრდება, რადგან იგი კორპორაციის ფასიანი ქაღალდების 59.29%-ის მფლობელია. 4 დეკემბრის მონაცემებით, კორპორაციის ერთი აქციის ღირებულება €29,57-დან €30,58-მდე გაიზარდა. J P Morgan Chase & Co- ის ანალიტიკოსებმა Inditex- ის აქციის სამიზნე ფასი €38-მდე გაზარდეს.
Zara-ს დამფუძნებელს ამანსიო ორტეგას დასავლურმა მედიამ "ესპანელ სფინქსი" შეარქვა.
ამანსიო ორტეგამ კორპორაცია Inditex დაახლოებით 40 წლის წინ ყოფილ მეუღლესთან ერთად დააფუძნა. Inditex-ს მფლობელობაში დღეს შედის Zara, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear და Uterqüe. აღნიშნული ბრენდების მაღაზიების ქსელი მსოფლიოს 77 ქვეყანაშია გახსნილი და 4 907 მაღაზიას აერთიანებს.