Home
Category
TV Live Menu

"ამაყი ვარ, რომ GCF მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო კრიპტოვალუტების სფეროში ინვესტირების კუთხით"

5a04105e84526
BM.GE
09.11.17 12:21
927
"ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი კრიპტოვალუტების სფეროში ინვესტირების კუთხით“, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდის მიერ Bitfury ჯგუფთან ერთად ინვესტიციის განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.

„საქართველოს ტანაინვესტირების ფონდმა დააფინანსა Bitfury იმისთვის რომ მათ აეშენებინათ საქართველოში ორი დატა ცენტრი. ეს დაფინანსება თანაინვესტირების ფონდს უკვე დაუბრუნდა უკან და ფონდი შეთანხმებისამებრ გავიდა ამ პროექტებიდან. დატა ცენტრები მუშაოებენ წარმატებით და როგორც ვიცი Bitfury დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში. ეს ინვესტიცია იყო წარმატებული.

ზოგადად საინტერესო სფეროა და თუ იქნებიან ისეთი კომპანიები ვინც პროფესიონალები არიან ამ სფეროში და კარგი პროექტები ექნებათ ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ მათთან ერთად ამ პროექტებში მონაწილეობას. ფონდი თავად არ გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან არ გავქვს შესაბამისი ექსპერტიზა“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day