ინტერნეტ-რითეილერის Amazon დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა გუშინ, 1 საათში 3,2 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა. მიზეზი კი კომპანიის მოგების მაჩვენებელი გახდა, რაც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა და შედეგად ,ანგარიშის გამოსვლიდან 1 საათში ბეზოსის ქონება 67,5 მილიარდამდე შემცირდა.
კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მესამე კვარტალში Amazon -ის წმინდა მოგებამ 252 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 აქციაზე 0,52 აშშ დოლარია. ანალიტიკოსები 1 აქციაზე წმინდა მოგებას 0,78 აშშ დოლარის ფარგლებში ვარაუდობდნენ.
გუშინ კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასი 5,7%-ით, 772 აშშ დოლარამდე დაეცა.
გასულ წელს ჯეფ ბეზოსი ქონება რეკორდულად იზრდებოდა. ამერიკის 400 ყველაზე მდიადრ ადამიანს შორის ბეზოსი მეორე ადგილს იკავებდა. Forbes წერს, რომ ბოლო ორ წელში ბეზოსმა საკუთარი ქონება 20 მილიარდით გაზარდა.