Home
Category
TV Live Menu

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

57aa1497cc6d6
BM.GE
09.08.16 21:33
1064
“ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება”, -ამის შესახებ პრემიერმა რაჭა-ლეჩხუმში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, აეროდრომი იქნება რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი.

“შევეცდებით, ისე დაპროექტდეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50-მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ რაჭაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებლად დასრულდება შაორის ტბის მიმდებარედ, ტირუსტული ზონის განვითარების გენერალური დაგეგმარება.
“შაორის ტბა უამრავ ტურისტს იზიდავს და ამას ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day