Home
Category
TV Live Menu

ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

57b2b61c50969
BM.GE
16.08.16 10:35
993
ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, - აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირებაში შეყვანის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით, მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც რეგიონში მცხოვრებთა დამაგრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და დასრულებული იქნება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, შესაძლოა, ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day