Home
Category
TV Live Menu

"ამბროლაურში ფრენით ძირითადად ადგილობრივები სარგებლობენ და არა უცხოელები"

58a4260a00abe
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.17 14:00
1228
"ამბროლაურში ფრენით ძირითადად ადგილობრივები სარგებლობენ და არა უცხოელები",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია Vanilla sky-ში განუცხადეს, რომელიც რეისებს რაჭის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას - ასრულებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფრენებზე მოთხოვნა არის, თუმცა, ისეთი მაღალი არა, როგორც მესტიის მიმართულებით.

Vanilla sky-ში განმარტავენ, რომ ფრენების შესრულება ამინდზეა დამოკიდებული და ერთი თვის განმავლობაში რეისი რამდენჯერმე ჩავარდა.

ამბროლაურში ფრენის ღირებულება 50 ლარია, რეისი კი სულ 35 წუთს გრძელდება. კომპანია რაჭაში 16-ადგილიანი ჩეხური წარმოების საფრენი აპარატით დაფრინავს.
Vanilla sky-მ ფრენები ერთი თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამბროლაურში აეროდრომი ამოქმედდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day