Home
Category
TV Live Menu

ამბროლაურში წყლის ჩამოსასხმელი კომპანია "იწის წყალი" გაიხსნება

5785e2a17ddba
BM.GE
13.07.16 10:39
1279
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება – საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი,“ რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.

„პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day