ამერიკულმა ავიაკომპანიამ American Airlines თავისი პირველი წარმომადგენლობა გახსნა კუბაში, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა El Nuevo Herald წერს.
პირდაპირი ავიაფრენები ამ ორ ქვეყანას შორის 55 წლის წინ შეწყდა და მხოლოდ გასული წლის 31 აგვისტოს აღდგა.
American Airlines მესამე ამერიკული გადამზიდავია, რომელმაც 2016 წლის სექტემბრიდან კუბასა და აშშ-ს შორის რეგულარული რეისები აღადგინა.
მანამდე კი Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მიგრაციასთან დაკავშირებული განკარგულების ფონზე, აშშ-ის მსხვილი ავიაკომპანიების კაპიტალიზაცია თითქმის 5 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა.