Home
Category
TV Live Menu

ამერიკა დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადება

5880685d07ff1
BM.GE
19.01.17 11:16
972
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ხდება. ინაუგურაციის ცერემონიალისთვის შემოწირულობები ბიზნესმა ჯამში 90 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობით გაიღო. ეს თანხა როგორც ორგანიზატორები ამბობენ უპრეცედენტოა. ინაუგურაციაზე აშშ-ს პირველი პირის ოფიციალური ავტომობილის პრეზენტაცია უნდა შედგეს. ჯერ კიდევ ბარაქ ობამამ დეტროიტის ავტოშოუზე დააანონსა, რომ მის განკარგულებაში მყოფი კადილაკი შემდეგ პრეზიდენტს აღარ მოემსახურებოდა და მის შემცვლელს ახალი ავტომობილი ეყოლებოდა. ექსპერტები ირწმუნებიან რომ ეს ავტომობილი ყველაზე უსაფრთხო მანქანაა მთელს მსოფლიოში. დეტალების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა, ერთი ეგზემპლარის ფასი კი, როგორც ამბობენ, ერთ მილიონ დოლარზე მეტია. აშშ-ის პრეზიდენტის ”კადილაკი” ლიმუზინია, მაგრამ სატვირთო ავტომობილის წონა აქვს - სავარაუდოდ 5-დან 8 ტონამდე იწონის. დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ეს ”კადილაკი” თავისი წონის გამო მაქსიმუმ 97 კმ/სთ-ს ავითარებს და 100 კილომეტრზე მინიმუმ 27 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მისი სიგრძე 7 მეტრია.

საწვავის ავზი სპეციალურად არის დამუშავებული, რათა არ მოხდეს ავტომობილის აფეთქება. საბარგული აღჭურვილია ჟანგბადის მარაგით. ავტომობილის ღირებულება 300 000 დოლარია.

2011 წელს, ირლანდიაში ვიზიტისას, ობამას ავტომობილი ქ. დუბლინის ამერიკის საელჩოს ჭიშკარში გაიჭედა. ეს გამოწვეული იყო მისი დიდი ზომის გაბარიტებით. ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მანქანაში მანამდე რჩებოდნენ, სანამ სამართალდამცველები მომხდარის მიზეზს არკვევდნენ. მოგვიანებით პრეზიდენტი და მისი მეუღლე სხვა ავტომობილში გადასვეს.

კადილაკი, როგორც სავაჭრო მარკა, 1902 წელს დაარსდა და ავტომობილ კადილაკის წარმოება დაიწყო. კომპანიის სლოგანია „სტანდარტი მთელი მსოფლიოსთვის“.
ობამას „მხეცის“ შესაცვლელად, როგორც მას საერთაშორისო გამოცემები უწოდებენ კონკურსი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ავტომწარმოებლებს ჰქონდათ, რომლებსაც სათაო ოფისი აშშ-ში ჰქონდათ. გამარჯვებული ლიმუზინი Cadillac One პირველად საზოგადოების წინაშე 20 იანვარს გამოჩნდება.

Cadillac One შეინარჩუნებს წინამორბედის ვიზუალურ მხარეს ფარებთან და პანელებთან. General Motors მა 15 მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ მოდელი დაეხვეწა. რუზველტს Cadillac V-8 Town Sedan -ი ემსახურებოდა. მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისად, ავტომობილი 750 დოლარზე ძვირი არ უნდა ყოფილიყო.
კადილაკის მგზავრი იყო სტალინის ვაჟი და ელვის პრესლიც. ტრამპი მათ რიცხვს ოფიციალური გაპრეზიდენტების შემდეგ შეემატება, თუმც მის ავტოფარეხს არც კადილაკის მარკა და არც სხვა მდიდრული მანქანები არასოდეს მოკლებია.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი 70 წლისაა, ფული კი არასდროს აკლდა და სხვადასხვა დროს არაერთი განსაკუთრებული ავტომობილი შეიძინა.

მათ შორის იყო 2003 წელს გამოშვებული Mercedes SLR McLaren, რომელიც ტრამპს განსაკუთრებით უყვარს.

ასევე მილიარდერ ტრამპს ჰყავს Rolls-Royce Phantom და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონალდი სწორედ ”როლს-როისის” ფანია.
ტრამპის ფარეხში ნახავთ, თუ მოხვდით 1956 წელს გამოშვებული Silver Cloud.

და ბოლოს ტრამპს ჰყავს, ვერტმფრენიც Boeing 757.

Subscribe to our news

Get the main news of the day