Home
Category
TV Live Menu

ამერიკა ნავთობის ექსპორტზე 40 წლიან ემბარგოს აუქმებს

5678f8a6173d2
BM.GE
22.12.15 11:15
1401
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბიუჯეტის პროექტს, რომელიც აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე აკრძლვას აუქმებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გადასახადების შემსუბუქებას 680 მილიარდი დოლარით. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას ითხოვდნენ "რესპუბლიკელები", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტის განახლება ქვეყნის ეკონომიკას დამატებით თანხებს მოუტანს და ბიუჯეტის დაბალანსებას შეუწყობს ხელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day