ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო ყოველწლიურ კონფერენციას გამართავს. ღონისძიება 7 დეკემბერს ჩატარდება. რიგით მეცხრამეტე კონფერენციის მთავარი თემა იქნება: "საქართველო: თავისუფალი ვაჭრობის ჰაბი აზიასა და ევროპას შორის".
კონფერენციაზე განხილული იქნება საკითხები, რომელიც თავისუფალი სავაჭრო სივრცეების უკეთ გამოყენებას ეხება, ასევე საუბარი შეეხება ახალი აბრეშუმის გზას და იმ რეფორმებს, რომელმაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას უნდა შეუწყოს ხელი.
კონფერენციის მედია პარტნიორები გადაცემა "საქმიანი დილა" და ქართული Forbes-ია.