Home
Category
TV Live Menu

ამერიკა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ქართველებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

579a4ae0765e5
BM.GE
28.07.16 22:10
1258
ამერიკის საელჩო საქართველოში Cochran Fellowship Program (CFP) გახსნის თაობაზე აცხადებს.

პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2-3 კვირიან ტრენინგებს მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს, მენეჯერებს, ადმინისტრატორებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ვაჭრობის სფეროში არიან ჩართული.

ამერიკის საელჩოს ცნობით, პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და ქართველი ფერმერებისთვის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გახსნა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

სასოფლო კოოპერატივების განვითარება
სოფლის მეურნეობის სფეროს მენეჯმენტი და მარკეტინგი

აპლიკაცისბის მირების ბოლო ვადა 15 აგვისტოა. სააპლიკაციო ფორმის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

Subscribe to our news

Get the main news of the day