თეთრი სახლის საბიუჯეტო-ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორის მიკ მალვეინის განცხადებით, ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოების ფინანსური დახმარების მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
როგორც მალვეინი აღნიშნავს საუბარი საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა და დაზოგილი ფულს ამერიკის შეერთებულ შტატებში დახარჯავენ.
"პრიორიტეტი ნათელია - ნაკლები ფული უნდა დაიხარჯოს საზღვრებს გარეთ და მეტი ფული დაიხარჯოს აქ", - აცხადებს მიკ მალვეინი.
მისივე განმარტებით, ასეთი აღნიშნული ღონისძიება სამხედრო ხარჯებს 54 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის.