აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა ირანისთვის 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენი ურთიერთობები ირანთან ნორმალურ ვითარებას ჯერ არ დაუბრუნებულა. ამ მიზეზით, 1979 წლის 14 ნოემბერს გამოცხადებული სანქციების რეჟიმი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე წლის 14 ნოემბრის შემდეგ კიდევ 1 წლით უნდა გაგრძელდეს, - აღნიშნულია ბარაკ ობამას გადაწყვეტილება თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.