Home
Category
TV Live Menu

ამერიკამ მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ეკონომიკებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა

574d2f1983626
BM.GE
31.05.16 10:25
1198
ამერიკამ მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ეკონომკებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. IMD-ის რეიტინგში პირველი ადგილი ჰონკონგმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი შვეიცარიაა. რეიტინგში 44-ე ადგილზეა რუსეთი.
 
ამერიკა რეიტინგში პირველობას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ჰონკონგი კი ბოლოს პირველ ადგილს 2012 წელს იკავებდა.

"ამერიკა კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ბევრ ეკონომიკურ ინდიკატორში, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომელსაც კონკურენტუნარიანობის ინდექსის დათვლისას ვიყენებთ“, - ნათქვამია ანგარიშში.

რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს ჩინეთი. რეიტინგში 16-ე პოზიციიდან 7-ე პოზიციამდე დაწინაურდა ირლანდია, ნიდერლანდებმა კი 18-ე პოზიციიდან 8-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რეიტინგში პოზიცია ყველაზე მეტად ყაზახეთს გაუუარესდა და ქვეყანა 34-ე ადგილიდა 47-ე ადგილზე აღმოჩნდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day