Home
Category
TV Live Menu

ამერიკაში იარაღით ვაჭრობასთან საბრძოლველად სოციალურ ქსელებსაც გამოიყენებენ

57665769d4ec4
BM.GE
19.06.16 12:24
1042
"სოციალურ ქსელებში იარაღის ბაზრის რეგულირება აუცილებელია",- სენატორების ედ მარკისა და კრის მერფის განცხადებებზე დაყრდნობით, წერს Wired. ამერიკის კონგრესში იარაღის ბაზრის კონტროლის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც ორლანდოს გეი-კლუბში თავდამსხმელმა 49 ადამიანი მოკლა.

"აუცილებელია Facebook-ის ან Instagram-ის მსგავსი ქსელების საშუალებით იარაღით ვაჭრობა აიკრძალოს. ახლა მომხმარებელს ფოტო სერვისის დახმარებით ადვილად შეუძლია გასაყიდად გამოფენილი იარაღის პოვნა და შეძენა", - აცხადებს კონგრესმენი.

Instagram-ში განმარტეს, რომ ასეთი პოსტების გაუქმების გადაწყვეტილება სერვისის მომსახურების შიდა წესებს არ შეესაბამება.

"ეს არ არის დამნაშავეთა ორგანიზებული ტერორიზმის მხარდასაჭერი ადგილი. ჩვენთან სექსუალური მომსახურება, იარაღის და ნარკოტიკის ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ კი მათი მოხმარება ქვეყანაში ლეგალურია", - განმარტავს Instagram-ის ადმინისტრაცია.

თუმცა, გამოცემა Wired აღნიშნავს, რომ იარაღით მოვაჭრეები პირადი შეტყობინებებისა და ფოტო სერვისის საშუალებით თავიანთ საქმეს იადვილებენ, რაც მათთან ბრძოლას ართულებს. არის შემთხვევები, როდესაც ფოტოს დაახლოებით 500 000 შეტყობინება მოჰყვება.

Subscribe to our news

Get the main news of the day