Home
Category
TV Live Menu

ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კარგი შესაძლებლობა

56d696a31fece
BM.GE
02.03.16 11:23
1674
ქართული ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე გატანის მსურველებს, 30 მარტამდე ამის კარგი საშუალება ეძლევათ. ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების საქმიანობასა და შესაძლებლობებზე გადაცემაში “საქმიანი დილა’’ ბოსტონიდან Georgian Toast-ის დამფუძნებელი, თემო აბულაძე საუბრობს.

-რა ხდება 30 მარტამდე, ქართულ მარნებს რისი შესაძლებლობა ეძლევათ?

-პირველი შეკვეთა ბოსტონში ოქტომბერში ჩამოვიდა. ამჟამად მეორე კონტეინერზე ვმუშაობთ, რომელიც თბილისშია. ღვინის ნიმუშებს მოგვაწვდიან და სავარაუდოდ მომავალში ვითანამშრომლებთ. ჩვენ რამდენიმე მეღვინე უკვე დაგვიკავშირდა, სხვებსაც ელექტრონული პოსტით ან Facebook-ით მოგვწერონ შეუძლიათ და ამის შემდეგ კონტეინერთან მიტანას და ა.შ. ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ.

-რამდენ ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობთ და Boston WINE EXPO-ზეც გვიამბეთ, ქართულ ღვინოს როგორი გამოხმაურება ჰქონდა და ზოგადად რა საქმიანობას ეწევით აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გასაზრდელად?

-ამჟამად სამ კომპანიასთან ვმუშაობთ. ესენია “თბილღვინო’’, “კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ და “ჯაყელების ღვინოები’’. რაც შეეხება Boston WINE EXPO-ს, ჩვენთვის პოზიტიური გამოფენა იყო. ქართულ ღვინოს დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც WINE EXPO-ზე სამი ქართული კომპანია წარმოადგინა და გამოფენის შემდეგ ძალიან ბევრი ქართული ღვინით დაინტერესებული ადამიანი გვიკავშირდება. WINE EXPO-ის მსგავსი ღონისძიებები ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ძალიან ეხმარება. ჩვენი აზრით, ეს ამჟამად ქართული ღვინის მთავარი პრობლემაა.

-დამწყებ კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ?

-მათ თვალყურს ვადევნებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ახალგაზრდა მეღვინეები, დამწყები კომპანიები ქართული ღვინის ბაზარზე ბევრი გამოჩანდა ძალიან დაინტერესებული ვართ ახალი ქვევრის ღვინოებით, ორგანული მეღვინეობით.

-ქართულ ღვინოს ამერიკის ბაზარზე რა პერსპექტივა აქვს?

-ამერიკის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე დიდია. აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 4,5 მილიონი ბოთლი ღვინის მოხმარება ხდება. ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, სწორი მიდგომა იყოს, რაც ცნობადობის ამაღლებაში, საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვაში და ა. შ. გამოიხატება. Georgian Toast-ი მარტში ბოსტონის ღვინის სკოლის სპონსორი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ღვინოები ყოველ კვირას ბოსტონის ღვინის სკოლაში კლასებში იქნება წარმოდგენილი.

-ამერიკელები რა ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას, რომელი ქვეყნის ღვინოებია ყველაზე მეტად პოპულარული, ჩვენი მტავარი კონკურენტი ვინ იქნება?

-კონკურენტი ძალიან ბევრი გვყავს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართული ღვინო ისეთ კატეგორიად დავამკვიდროთ აქ, როგორიც არის მაგალითად ფრანგული, ესპანური, იტალიური თუ ავსტრალიური ღვინოები. მაქამდე ცოტა დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერი შესაძლებელია. რაც მთავარია, ქართულ ღვინოს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. უარყოფითი პასუხი არ გვქონია.

-თქვენი აზრით, რამდენ წელიწადში შეიძლება მოხდეს აშშ-ში ქართული ღვინის რეალიზება?

-ცოტა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ კომპანიებზე, რომლებთანაც ჩვენ მომავალში ვითანამშრომლებთ. ასევე საქართველოს მთავრობაზე და ა.შ. მაგალითად, პორტუგალიურ ღვინოს იმისთვის, რომ ამერიკულ ბაზარზე კატეგორია გამხდარიყო, დაახლოებით 15 წელი დასჭირდა. რეალურად რთულია ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ ვიტყოდი, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში ქართულ ღვინოს ამერიკის ბაზარზე თავისი ადგილის დასამკვიდრებლად 5-10 წელი მაინც დასჭირდება.

-ქართული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და განვითარებაა და ამ მიმართიულებით მთავრობამ როგორ უნდა ჩაერთოს?

-ჩვენამდე აქ ამ საქმეს არავინ არ აკეთებდა. თუნდაც Boston WINE EXPO რომ ავიღოთ, რომელზეც ახლა ქართული ღვინოები გავიტანეთ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთეთ. არის კიდევ რამდენიმე ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რომელიც ბოსტონში აპროლში ჩატარდება, ასევე 9 მაისს ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში პრეზენტაცია და ბევრი გეგმა გვაქვს. ჩვენ ამჟამად ამერიკაში იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ქართული ღვინისა და კულტურის ელჩები ვართ.

Subscribe to our news

Get the main news of the day