ამერიკაში უმუშევრობის დონე 4,7 პროცენტამდე შემცირდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მცირდება.
ამერიკის ეკონომიკამ მაისში დამატებით 38,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც 2010 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
CNNMoney წერს, რომ ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა სამუშაოს ძებნას თავი დაანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აქტიურ სამუშაო ძალად აღარ ითვლება.
მაისში ამერიკაში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა ჯანდაცვის, ტურიზმისა და საჯარო სექტორში, თუმცა 15 000-ით შემცირდა სამუშაო ადგილები სამშენებლო სფეროში.