Home
Category
TV Live Menu

"ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვისაც კარიერა ვაშინგტონში არ აუწყვია"

5829c7ae05f10
BM.GE
14.11.16 18:16
891
ამერიკის ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ არჩევნების შედეგებით არ შეიცვლება. როგორც ელჩმა "ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა, არ შეიცვლება არც ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სწრაფვის მიმართ გახდეს დასავლეთის გაერთიანების ნაწილი.

"სენატში კვლავ არის მაკკეინი, რომლებიც კარგად იცნობს საქართველოს, ასევე ბევრი სხვა სენატორიც რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია. ჯერჯერობით ვიცით თუ ვინ იქნება პრეზიდენტ ტრამპის გუნდი წევრი", - განაცხადა ელჩმა.

ელჩს ასევე ვთხოვეთ შეეფასებინა გასულ კვირას ბიზნესკონტრაქტის ეთერში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის სარა უილიამსონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი ბიზნესმენი კარგი პოლიტიკოსი ვერ გახდება, ისე როგორც კარგი პოლიტიკოსი ვერ გახდება კარგი ბიზნესმენი, აღნიშნულ კითხვაზე ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ამას დრო გვაჩვენებს. ვნახოთ კარგი ბიზნესმენი თუ შეძლებს გახდეს კარგი პოლიტიკოსი. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ ისეთი პრეზიდენტი ვისაც კარიერა ვაშინგტონში არ აუწყვია. მთავარია, რომ ახალ პრეზიდენტს ეყოლება გამოცდილი ხალხი, როგორც საგარეო ურთიოერთობებში ასევე თავდაცვით პოლიტიკაში", - განაცხადა ელჩმა.



Subscribe to our news

Get the main news of the day