ამერიკის ეკონომიკამ ივლისში 209 000 სამუშაო ადგილი შექმნა, რაც პროგნოზირებულზე მაღალი მაჩვენებელია.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ 4,3%-ზე დაბლა რჩება, რაც 2001 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყნის სარესტორნე ბიზნესში ივლისში დამატებით 53 000 სამუშაო ადგილი შექმნა, ბოლო ერთ წელში კი 300 000-ზე მეტი.
„არაჩვეულებრივი მონაცემებია და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - ასე გამოეხმაურა სამუშაო ადგილებზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე.
2017 წელს ამერიკაში ყოველთვიურად საშუალოდ 184 000 სამუშაო ადგილი იქმნება. ივლისში შტატებში საშუალო ანაზღაურება საათში $26.36 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.