ამერიკის ეკონომიკამ ივლისში დამატებით 255 000 სამუშაო ადგილი შექმნა.
აღნიშნული ვიცფრი ივნისის მაჩვენებელს ჩამორჩებდა, თუმცა აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომელიც ივლისში ამერიკაში სამუშაო ადგილების საშუალოდ 180 000-ით გაზრდას ვარაუდობდნენ.
ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი უცვლელად 4,9%-ზე შენარჩუნდა.
ამასთან გაიზარდა საშუალო საათობრივი ანაზღაურებაც, ივნისიდან ივლისამდე პერიოდში ზრდამ 0,3% შეადგინა.