Home
Category
TV Live Menu

ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო ორ წელში ყველაზე დაბალია

574ec6f88ecc2
BM.GE
01.06.16 15:28
1581
აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2016 წლის პირველ კვარტალში გასული წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზრდა არც ისე ნელი იყო. ამ წლის იანვარ-მარტის პერიოდში აშშ-ის მშპ წლიურ გამოსახულებაში 0.8%-ით გაიზარდა გასული წლის ბოლო კვარტალში კი ზრდა 1.4% იყო. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გახდა ამერიკელების დანახარჯები მშენებლობაზე - 17% და ასევე ამერიკული კორპორაციების მიერ ინვესტიციების ზრდა.

ამავე დროს, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და ძლიერი დოლარი, რისკებს უზრდის ამერიკელ ექსპორტიორებს. მონაცემების პარალელურად არსებობს მოლოდინი, რომ 14-15 ივნისს დანიშნულ სხდომაზე მარეგულირებელი ძირითად განაკვეთებს გაზრდის, რაც დოლარის გამყარებას ახალი ბიძგი იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day