ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 0,25%-ით გაზარდა. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში უკვე მეორე ზრდაა.
განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება ეკონომიკის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.
თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა მოკლევადიან პერიოდში მცირე იქნება.