Home
Category
TV Live Menu

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა Facebook-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

577f6790034d7
BM.GE
08.07.16 12:41
1322
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა, - უწყება Facebook-ს გადასახადებისგან თავის არიდებასა და აქტივების დამალვაში ადანაშაულებს.
 
CNN-ის ცნობით, სარჩელი 2010 წლის მოვლენებს ეხება, როდესაც კომპანიამ ირლანდიაში თავის ფილიალს აქტივების ნაწილზე საკუთრების უფლება მისცა, მათ შორის მომხმარებელთა ბაზაზე, ონლაინ პლატფორმაზე და მარკეტინგისთვის განკუთვნილ საკუთრების არამატერიალურ ფორმებზე.

საგადასახადო სამსახური (IRS) ასევე ეჭვობს, რომ აუდიტორული კომპანია Ernst & Young გადასახადების თავიდან აცილების დანაშაულებრივ საქმეში თანამონაწილე ყოფილიყო. საგადასახადო სამსახურები თვლიან, რომ Ernst & Young-მა შესაძლოა "მილიარდობით დოლარის" ღირებულების აქტივები სათანადოდ ვერ შეაფასა.

IRS-მა არაერთხელ მოუწოდა Facebook-ს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია წარედგინა. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მხოლოდ ივნისში მან ასეთი 6 მოთხოვნა გაგზავნა, მაგრამ Facebook-მა არცერთი მათგანი დააკმაყოფილა.

Facebook- ის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ კომპანია იმ ქვეყნებში სადაც ის მუშაობს, არსებული კანონებისა და წესების სრული დაცვით ეწევა ბიზნეს საქმიანობას.

Subscribe to our news

Get the main news of the day